არ არის გაყიდვაში

Samsung Chromebook Pro- ქრომბუქ-ტრანსფორმერი Google Play-ის მხარდაჭერით

17.10.2016

Samsung_News

Chromebook არ არის ძალიან პოპულარული მომხმარებლებში. მაგრამ, მწარმოებლები არა მარტო არ ამბობენ უარს მათ გამოშვებაზე, არამედ ანახლებენ და აუმჯობესებენ სხვადასხვა ტექნოლოგიებითა და ფუნქციებით ან დიზაინით.

1


ახალი მოდელი შემოგვთავაზა სამსუნგმა. მან შექმნა ქრომბუქი Samsung Chromebook Pro ციფრული კალმის (სტილუსის) მხარდაჭერით და 360-გრადუსიანი მბრუნავი სენსორული დისპლეით, 3:2 გვერდების თანაფარდობით. ნოუთბუქი გამოიყენება შესაძლებელია პლანშეტის სახითაც.

2

3

მოდელი აღჭურვილია 6-ბირთვიანი პროცესორით Rockchip RK3399 2.0 სიხშირით, 4 GB ოპერატიული მეხსიერებითა და 32 GB ჩაშენებული ფლეშ-მეხსიეერებით. გააჩნია microSD მეხსიერების ვარათის სლოტი. 12,3”-იანი სენსორული დისპლეი 400 N სიკაშკაშით, ორი C -ტიპის USB და 3,5 მმ პორტები. აკუმულატორი ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს 10 საათს.


6

5

ნოუთბუქის კორპუსი დამზადებულია მეტალისგან, გააჩნია მომრგვალებული კუთხეები. მისი ზომებია 279x250x13.9 მმ, ხოლო წონა 1,08 კგ.

7

8

10

1



Samsung Chromebook Pro ფუნქციონირებს Chrome OS -ზე და გააჩნია Google Play Store-ის მხარდაჭერა, რაც იძლევა Android აპლიკაციების გაშვების საშუალებას. მისი ღირებულება შეადგენს $499 (წლიური, უფასო AirDroid სერვისის ჩართვის ჩათვლით)

11


ზევით