არ არის გაყიდვაში

მშვიდობით, Galaxy Note 7!

13.10.2016

News_samsung


ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ Samsung-მა თავისი Note სერიის ფლაგმანის მეორე, “შეკეთებული” ბატარეის მქონე Note 7 გამოუშვა, არაერთი მომხმარებელი დაუკავშირდა Samsung-ის დახმარებას, რომ მისი ახალი პარტიის ტელეფონი მაინც აფეთქდა.

ამჟამად, მეორე პარტიიდან მხოლოდ 6 მოწყობილობაზე შემოვიდა პრობლემური შეტყობინება, თუმცა მათგან ერთ-ერთი ყველაზე მაჟორული გამოდგა თვითმფრინავზე. დაუჯერებელია ალბათ, მაგრამ ასეთმა პატარა მოწყობილობამ გამოიწვია მთელი თვითმფრინავის ევაკუაცია.

ტექ-ბლოგი “The Verge”-ის ცნობით, ეს მოხდა Southwest ავიახაზების რეის 994-ზე, რომელიც უნდა გაფრენილიყო ლუიზვილიდან ბალთიმორში, როდესაც ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის პერსონალურ, ახალი პარტიის “უსაფრთხო” Galaxy Note 7 გადაცხელდა და კვამლი აუვიდა, რის შედეგადაც მომხმარებელმა ის სალონის ხალიჩიან იატაკზე დააგდო, რამაც თვითმფრინავის სალონში უფრო დიდი ხანძარი და კვამლი გამოიწვია. საბედნიეროდ თვითმფრინავი ჯერ ჰაერში არ იყო აფრენილი, ხანძარის ჩაქრობა/ევაკუაცია დროულად მოხერხდა და რაც ყველაზე მთავარია არავინ დაზარალებულა.

safe-galaxy-note-7-replacement-explosion-usa-farmingtonმეორე ინციდენტში, მაიკლ კლერინგი, აშშ-ს კენტუკის შტატის მოქალაქე იუწყება, რომ მას გააღვიძა კვამლის მძაფრმა სუნმა. როგორც გაირკვა, მის “უსაფრთხო” პარტიის Galaxy Note 7-ს ცეცხლი აეკიდა და რაც უფრო გასაკვირია არის ის, რომ თუ პირველი, ბრაკიანი პარტიის ტელეფონები დატენვისას ფეთქდებოდნენ სქელ ქეისებში (რადგანაც ტელეფონს დარღვეული ჰქონდა ბატარეის თერმო-იზოლაცია, მსხვილ ქეისში ყოფნისას და სწრაფი დამუხტვის კომბინაციისას, ბატარეა ვერ უძლებდა სიცხეს და შედეგად ფეთქდებოდა), ამჯერად სმარტფონი დამტენზე შეერთებულიც არ იყო როდესაც ცეცხლი აეკიდა. მსგავსი ინციდენტები მოხდა ვირჯინიაში და ტექსასშიც – იუწყება Engadget.

ამ ინციდენტების შემდეგ, Samsung-მა განაცხადა, რომ მჭიდროდ იმუშავებს სხვადასხვა პარტნიორებთან, რათა პრობლემა ახალი პარტიის ტელეფონებშიც აღმოფხვრას, თუმცა Samsung-მა დღეს გამოსცა ოფიციალური განცხადება, რომ ის ისევ აჩერებს Galaxy Note 7-ის გლობალურ გაყიდვებს და უსაფრთხოების მიზნით ყველას მიუწოდებს მოწყობილობის გათიშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დისტანციურად დაიწყებენ Note 7-ების მოკვლას (უბრალოდ გათიშვას, არა დისტანციურად აფეთქებას).
აღსანიშნავია ისიც, რომ რამოდენიმე მაღაზია მომხმარებელს ასევე სთავაზობს Note 7-ის დაბრუნებას და ამ ღირებულებაში ნებისმიერი სხვა სმარტფონის შერჩევას.

ამ ყველა ინციდენტის და შეჩერების მეორედ გამოცხადების შემდეგ ძალზედ საკვირველია საერთოდ გამოუშვებს თუ არა ისევ Samsung თავის ფეთქებად ფლაგმანს. დაბრუნდება თუ არა Note 7 ისევ, უცნობია, თუმცა ჯერ-ჯერობით მისი გაყიდვები გლობალური მასშტაბითაა შეჩერებული.

samsung-galaxy-note-7-combustion-ap-640x480
http://review.ge/

ზევით