არ არის გაყიდვაში

Microsoft გამოუშვებს განახლებულ Paint-ს 3D ფორმატის მხარდაჭერით

11.10.2016

11


Microsoft
Windows 10-ისთვის Paint -ის ახალ ვერსიას ქმნის. განახლებულ პროგრამას ექნება გამორჩეული დიზაინი და ბევრი ახალი ფუნქცია.
22ცოტა ხნის წინ ქსელში ატვირთეს ვიდეო რომელიც ასახავს Paint-ის ბოლო ვერსიის ყველა შესაძლებლობას. ყველაზე საინტერესო სიახლე გახდა 3D-ობიექტების მხარდაჭერა, რომელიც, სავარაუდოდ, ჩაამატეს სპეციალურად HoloLens VR-გარნიტურისთვის. 

პროგრამაში იქნება შესაძლებელი შექმნილი 3D-ელემენტების დამუშავება. ანოტაციების ან სტიკერების ჩამატება, ზედაპირზე სპეციალური ფუნჯებით ხატვა. Paint-ს ექნება სტილუსების მხარდაჭერაც.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო ატვირთეს ნიუ-იორკში ჩატარებული Microsoft -ის კონფერენციის ანონსის შემდეგ რამდენიმე საათში. ამ კომფერენციაზე Microsoft აპირებს Surface პლანშეტების ახალი თაობის წარმოდგენას.
სავარაუდოდ, განახლებული Paint გახდება ერთ-ერთი ქარხნულად დაყენებული პროგრამა აღნიშნულ ტაბლეტებში.



ზევით