არ არის გაყიდვაში

საოცარი ნოუთბუქები Acer-ისგან!

02.09.2016
phpj80wkr

IFA 2016-ის გამოფენაზე  Acer-მა წარმოდგინა უახლესი, გამორჩეული ნოუთბუქები.

acer-swift-7 ყველაზე დადებითი შეფასება მიიღო ულტრა თხელმა Swift 7, რომლის სისქე 1 სანტიმეტრამდეა, უფრო ზუსტად 9,98 მმ. რაც ნაკლებია Apple MacBook -ზე (13 მმ), HP Spectre 13 (10,4 მმ) და Asus Zenbook 3 (11,9 მმ).
გამოდის, რომ Acer-ი მსოფლიოში ყველაზე თხელ ნოუთბუქს უშვებს.

წონით მოდელი არ აღემატება 1,1 კგ-ს. მას გააჩნია 13,3"-იანი full-HD (1080x1920) IPS მონიტორი და, 256 GGB SSD, 8 GB ოპერატიული. აღჭურვილია მე-7 თაობის Intel Core i5 პროცესორით.
ოქტომბერში Acer Swift 7 ჩრდილოეთ ამერიკაში 999$-ად გაიყიდება.


Predator_21X კიდევ ერთი საინტერესო მოდელი გამოფენაზე- Predator 21 X-ი - მსოფლიოში პირველი სათამაშო ლეპტოპი მოღუნული ეკრანით.

Predator 21 X-ის ტექნიკური მახასიათებლები საკმაოდ შთამბეჭდავია:
Intel Core i7 და ორმაგი Nvidia GeForce GTX 1080 ვიდეო დაფა SLI-თი. 21"-იანი IPS დისპლეი (1080x2560).

ლეპტოპი იწონის 8 კილოგრამს! ნორმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად, მოწყობილობაში ინტეგრირებულია 5 ქულერი.

Predator 21 X-ის გაყიდვა დაიწყება 2017 წლის პირველ ნახევარში.


ზევით