არ არის გაყიდვაში

მსოფლიო სულ მალე APPLE iPhone 7-ს იხილავს!

17.08.2016

NEWS


iPhone 7
-ის ოფიციალურ ანონსამდე არც თუ ისე ბევრი დრო დარჩა. გამოშვების სავარაუდო თარიღი - 23 სექტემბერია, ხოლო მაღაზიებში ახალი დევაისი პრეზენტაციიდან ორ კვირაში გამოჩნდება.

 APPLE iPhone 7 სულ მალე ჩვენს მაღაზიაშიც გაიყიდება!
როგორც ყოველთვის, ჩვენ შევეცდებით საუკეთესო პირობები შევთავაზოთ ახალი დევაისი ჩვენს მომხმარებელს!
მოსალოდნელია, რომ სმარტფონს ექნება გაუმჯობესებული კამერა, თუმცა, ვიზუალურად ის თავის წინა მოდელებს,  iPhone 6 და 6s -ს დაემსგავსება. 
შემოდგომით, ტრადიციულად, კომპანია უშვებს განახლებული მობილურის ორ ვერსიას, ბაზურ  iPhone 7 და iPhone 7 Plus -გადიდებული ზომებით - შესაბამისად 4,7 და 5,5"  -ეკრანების დიაგონალებით. 

iPhone 7 Plus-ს სავარაუდოდ ექნება ორმაგი კამერა. ასევე დეველოპერებმა უარი თქვეს 3,5მმ-იან ყურსასმენების პორტზე.  iPhone 7-ის აკუმულატორის ტევადობა გაიზრდება და გახდება 3100 mAh, რაც 12,5%ით მეტია 6S-ის ელემენტზე. 
სასიამოვნო სიახლე - სმარტფონების კორპუსები დაცული იქნება წყლისა და მტვრისგან, ექნებათ შესაბამისი IP68 სერტიფიკატი.

ზევით