არ არის გაყიდვაში

მაღალტექნოლოგიური სვირინგი!

15.08.2016
duoskin-temporary-tattoos

მასაჩუსეცის ტექნოლოგიური ინსტიტუტის MIT Media Lab მკვლევარების ჯგუფმა Microsoft Research-ის სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავეს დროებითი სვირინგი (ტატუ) DuoSkin, რომლის დახმარებით იმართება კომპიუტერები და მობილური მოწყობილობები.  დღეისთვის ასეთი ტატუ უკვე პროგრამულად შემოწმებულია და მუშაა.
 
 მისი გამოყენება შესაძლებელი სხვადასხვა პროფილით. პირველი - როგორც ღილაკი ან სლაიდერი, სხვა დევაისების სამართავად, მეორე - ემოციური მდგომარეობის და ტემპერატურის ცვლილებების ასახავად. ასევე, ტატუ ინახავს ინფორმაციას (მცირე ზომის), რომლის წაკითხვა NFC-ჩიპის მქონე სმარტფონით ან სხვა მოწყობილობით ხდება.


ასეთი სვირინგის შექმნა საკმაოდ მარტივია. ნახატის ფორმას ირჩევს მომხმარებელი. 
 
ამჟამად ტატუ შემოიფარგლება მხოლოდ ელემენტარული მართვის ფუნქციებით, თუმცა, მოსალოდნელია, რომ მომავალში, ტექნოლოგია განვითარდება და მას ექნება ბევრად მეტი შესაძლებლობები.
 

ზევით