არ არის გაყიდვაში

პოპულარული ფოტორედაქტორი Prisma უკვე Google Play-ში!

30.07.2016

prisma-app-android-download


რამდენიმე კვირის წინ iOS-ზე გამოსულმა ფოტორედაქტორმა Prisma-მ დიდი აღელვება გამოიწვია მომხმარებლებში. მასში დამუშავებული ფოტოსურათებით აივსო სოცილაური ქსელები. დანარჩენი რედაქტორებისგან Prisma განსხვავდება  ნეირონული ქსელების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ტექნოლოგიით. აპლიკაციაში არსებული ფილტრები გარდაქმნიან ფოტოს ცნობილი მხატვრების ნამუშევრების სტილში. წინა კვირას, მცირე ტესტირების შემდეგ, დეველოპერები საბოლოოდ გამოუშვეს Prisma  Android-ისთვისაც.

prisma-app-ios

აპლიკაცია და ფილტრები, ჯერჯერობით, აბსლოლუტურად უფასოა. ასევე, მომხმარებლები არ წვალობენ არასაჭირო რეკლამების გამოჩენის გამო.

 ამ აპლიკაციაში შექმნილი "შედევრები" შეგიძლიათ დაპოსტოთ სოციალურ ქსელში ან გაუგზავნოთ ნაცნობებს.
პრიზმას ერთადერთი სისტემური მოთხოვნა, არის სწრაფი და სტაბილური შეერთება ინტერნეტთან, რადგან ფოტოსურათების მთლიანი დამუშავება ჯერჯერობით "
Cloud"-ში კეთდება.

prisma-android-hero-1

 


ზევით