არ არის გაყიდვაში

Polaroid– ის ანალოგი, ორიგინალური ქეისი სმარტფონებისათვის

11.07.2016
section1_proto-7cf73c6369f16a9aa931d5e4b4b446bd-620x330


ფრანგული კომპანია Prynt გეგმავს გამოუშვას ახალი ქეისი iOS- ის და Android- ის სმარტფონებისათვის. ეს არ იქნება  ტელეფონის უბრალო ჩასადები,  ქეისი საინტერესო იქნება იმით, რომ ის გადააქცევს სმარტფონს მომენტალური ბეჭდვის ფოტოაპარატად, ანუ მსოფლიოში ცნობილ Polaroid – ის ალტერნატიულ საშუალებად. კომპანიის წარმომადგენლობა იმედოვნებს, რომ ფოტოს საბეჭდი ქეისი საკმაო პოპულარობას მოიპოვებს. მათი განცხადებით ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა ის,რომ  მსგავს პროდუქტებში პირველი, კომპანია Polaroid – ის ფოტოაპარატი, ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული თავის სფეროში, იყო სწორედ ფოტოს მომენტალური ბეჭდვის ფუნქციის გამო.

images   კომპანია Prynt გასული წლის იანვრიდან მუშაობს ამ ორიგინალურ პროდუქტზე.  გამომდინარე იქიდან, რომ ეს ინოვაციური ტექნოლოგიაა და ის ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, სმარტფონის ჩასადებს შეუძლია მხოლოდ ერთი საბეჭდი ფურცლის დატევა. ასევე ერთი ფოტოს დაბეჭდვაზე დაახლოებით 1 წუთია საჭირო.

  მიუხედავად ამისა კომპანიის მესვეურები გვპირდებიან, რომ ფურცლების რაოდენობა გაიზრდება 30-მდე, ხოლო სურათის დაბეჭდვის დრო შემცირდება 30 წამამდე. ქეისი მოერგება iOS- ის და Android- ის სმარტფონებს რომელთა დიაგონალიც აღემატება 4 დიუმს. Prynt- ის ქეისი, თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება შავ, ვარდისფერ, თეთრ და ცისფერ ფერებში.
intro_snap-3b87d7bf9cf652d39d3cb36d51de5e27
 კომპანიის  წარმომადგენლები, აპირებენ დეკემბრის თვეში წარადგინონ თავიანთი პროდუქტი, ინოვაციურ პროდუქტთა ვებ-გვერდ  Kickstarter- ზე. არაოფიციალური ცნობებით ქეისის ღირებულება 99 დოლარი იქნება. ექსპერტთა შეფასებით, ქეისის ორიგინალურობიდან და პრაქტიკულობიდან გამომდინარე, ფასი საკმაოდ დაბალია.
  უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება, იმაზე თუ როგორ მუშაობს Prynt- ის ახალი ტექნოლოგია, შეგიძლიათ www.pryntcases.com -ზე. თქვენი მეილის გაგზავნის შემდეგ მოგივათ კოდი, რომლის საიტზე შეყვანის შემდეგაც ნახავთ პრივატულ ვიდეოს, თუ რა შეუძლია ამ ქეისს.

section3_proto-6e6b74f4bd272056ac39d4a24de5c867
წყარო: http://review.ge

ზევით