არ არის გაყიდვაში

Youtube live stream მობილურ ტელეფონში!

29.06.2016
1458824249-12088-Alphabet-Inc-Googles-YouTube-Focuses-on-Mobile-Livestreaming-1280x720


YouTube
-ის სრულ, desktop ვერსიაში უკვე დიდი ხანი არსებობს ონლაინ ტრანსლირების ფუნქცია, ხოლო სმარტფონებსა და პლანშეტებში მსგავის სერვისი დღემდე  არ იყო ხელმისაწვდომი, თუმცა, ამ დღეებში  კომპანია Google-მა აღნიშნა თავის ბლოგში, რომ უახლოეს პერიოდში ონლაინ-ტრანსლაციები YouTube-ის მობილურ აპლიკაციებშიც გამოჩნდება. უფრო მეტიც, კომპანია ამტკიცებს, რომ მისი სერვისი მსოფლიო ბაზარზე წარდგენილ დანარჩენ ანალოგებთან შედარებით უფრო სწრაფი და სანდო იქნება.  ამჟამად ყველაზე პოპულარული აპლიკაციებია Twitter-ის Periscope  და Facebook-ის Live.

ასევე Google-მა გამოაქვეყნა სკრინშოტი, თუ როგორ გამოიყურება ონლაინ-მაუწყებლობის ფუნქცია YouTube-ის აპლიკაციაში. მომხმარებელს Live-ში შეუძლია აკონტროლოს წვდომის პარამეტრები, ჩართოს/გამორთოს კომენტარების დაწერის ფუნქცია.
ვიდეოს გადაღებისას შესაძლებელი იქნება ფრონტალურიდან ძირითად კამერაზე გადართვა და პირიქით. 

Youtube-live-streaming-button-on-a-mobile


ზევით