არ არის გაყიდვაში

Google ქართველი ფერმერებისთვის ინოვაციური აპლიკაციის შემუშავებას უჭერს მხარს.

24.06.2016

6 და 7 ივნისს, ამერიკაში Google-ის სათაო ოფისში მომუშავე დეველოპერები ახალი ინსტრუმენტის შესაქმნელად გაერთიანდნენ, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი მისამართზე www.Traktor.co.

„მოხარული ვართ, რომ ამ უნიკალური გამოცდილების მონაწილენი, წარმოვადგენთ პირველ კომპანიას საქართველოში, რომელიც „გუგლის“ საუკეთესო დეველოპერებთან ერთად ავითარებს პროდუქტს,“ ამბობს  კომპანია „ტრაქტორის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იონე ქათსუქი.

საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდების გარდა, საქართველოში ფერმერებისთვის შექმნილი პირველი ვებ და მობილური პლატფორმა, „ტრაქტორი“ მომხმარებელს, ასევე, შესთავაზებს უფასო სატრენინგო ვიდეოებს, აგრო-კონსულტაციებს, მოსავლის კალენდარსა და ამინდის პერსონალურ პროგნოზს. აღნიშნულმა წამოწყებამ უკვე როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ყურადღება ყურადღება დაიმსახურა. კომპანია „გუგლთან“ ერთად მუშაობის გარდა, „ტრაქტორის“ ევროპის 20 მოწინავე დამწყებ კომპანიას შორის მოხვედრა ჰოლანდიაში გამართულ სტარტეპების ფესტივალზე და მესამე ადგილი მოიპოვა სიდსტარს თბილისის (Seedstars Tbilisi) შეჯიბრში.

ვიწვევთ ყველა ფერმერს, დარეგისტრირდნენ შემდგომ ვებ-გვერდზე: www.traktor.co.


ზევით