არ არის გაყიდვაში

მეცნიერებმა 1000-ბირთვიანი პროცესორი შექმნეს!

21.06.2016
chip-lead

დღეს აღარავის უკვირს  მრავალბირთვიანი პროცესორები. 10 ბირთვიანი მოწყობილობები უკვე სმარტფონებშიც კი არის დაყენებული. თუმცა, კალიფორნიაში, მეცნიერებმა შესძლეს ხალხის გაოცება. 
მათ შექმნეს ცენტრალური პროცესორი 1000 ბირთვით.  
purFIE4bjkarTgpCrHrINuS8bKBQv6LBthoM
პროექტმა მიიღო დასახელება "KiloCore". მოწყობილობას გააჩნია  621 მილიონი ტრანზისტორი და მას შეუძლია წამში 115 მილიარდი ოპერაციების დამუშავება.
 
ამასთან ერთად, ბირთვები 1,78 GHZ სიხშირეზე მუშაობენ და აქვთ შესაძლებლობა გაცვალონ ინფორმაცია ერთმანეთში, მეხსიერების გამოუყენებლად (მეხსიერების გამოუყენება საკმაოდ შეამცირებდა ინფორმაციის გადაცემის სისწრაფეს)
  
ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ პროცესორი შექმნილია IBM  წარმოების  32-ნმ ტექპროცესით CMOS  ტექნოლოგიის გამოყენებით და ხარჯავს მხოლოდ 0,7 W ელექტროენერგიას.

 თეორიაში, ჩიპის კვებისთვის საკმარისია AA ტიპის ერთი ელემენტიც.
 
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რისთვის არის განკუთვნილი აღნიშნული პროცესორი.
 

kilocore2


ზევით