არ არის გაყიდვაში

Google-მა წარადგინა პროგრამული უზრუნველყოფა ინტერაქტიური დისპლეებისთვის

08.06.2016
google1-ed copy


 ამ დღეებში კომპანია Google-ის  ოფისში ერთ-ერთ კედელზე  განათავსდა  არასტანდარტული ინტერაქდიული დისპლეი.
ის შედგება ღილაკების  დიდი რაოდენობისგან, მათში ჩამონტაჟებული შუქდიოდებით, რომლების მართვა ხდება სპეციალური ვებ-გვერდის დახმარებით. გარდა ამისა, ნებისმიერ ადამიანს კედელთან ურთიერთქმედება შეუძლია  ღილაკებზე დაჭერით.  კედელთან შეხებისას მიიღება როგორც ფერადი აბსტრაქტული ფიგურები, ასევე შეგიძლიათ შექმნათ  სრული ნახატები. 

         
AnyPixel.js_Still023-930x523 video_03 

პროექტმა მიიღო დასახელება: AnyPixel.js 
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთი დისპლეების შექმნის მთელი  ინფორმაცია  თავისუფლად  მოიძიება  ინტერნეტში, რადგან Google-მა ის თავად გამოაქვეყნა. 
პროექტის ოფიციალურ საიტზე შესაძლებელია ეკრანის აწყობის შესაბამისი  დეტალური ინსტრუქციის მოპოვება. აპარატურული პლატფორმისთვის გამოიყენება მრავალნაირი კომპონენტები. 
პროექტის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ოფიციალურ საიტზე:  AnyPixel.js


ზევით