არ არის გაყიდვაში

ყურადღება! ახალი ვიდეო ძიძა BREVA HB24 ჩვენს მაღაზიაში!

30.05.2016
 Video_dzidza_breva_720X272

ძვირფასო მომხმარებლებო!
☛ ინტერნეტ მაღაზია BE.GE მუდმივად ანახლებს საკუთარ პროდუქციას და მაქსიმალურად ცდილობს ფეხი აუწყოს ტექნიკის განვითარებას. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებლებს პროდუქციის საუკეთესო ასორტიმენტი შევთავაზოთ!
ამჯერად ჩვენ გთავაზობთ სიახლეს! Breva-ს ვიდეო ძიძას!

BREVA HB24 მუშაობს 2.4GHz სიხშირეზე FHSS-ის  გაუმჯობესებული ტექნოლოგიის გამოყენებით, რომლიც უზრუნველყოფს მოქმედების რადიუსის გავრცელებას 350 მეტრამდე, რაც გაძლევთ საშუალებას მარტივად გადააადგილდეთ მთელი სახლის მასშტაბით ან ეზოში კავშირის შეუფერხებლად. ტექნოლოგია ასევე აუმჯობესებს სიგნალის ხარისხს და ამცირებს ხმაურს.
✴ მიმღებს გააჩნია 2,4"იანი თხევად-კრისტალური დისპლეი, ეკრანზე რეალურ დროში გადმოეცემა ვიდეო/აუდიო სიგნალი. 950 mAh-ის აკუმულატორით მოდელი  მუშაობს მინიმუმ 8 საათი. 
 
BREVA პლიუსებს მიეკუთვნება ღამის ხედვის (ინფრაწითელი) ავტომატური რეჟიმი, რომლის საშუალებითაც თქვენ ღამეთაც შეძლებთ დაინახოთ თქვენი ბავშვი.  აღსანიშნავია ოთახის ტემპერატურის მონიტორინგის ფუნქციაც, რომელიც აისეხება ეკრანზე. 
✴ მოწყობილობას აქვს ორმხრივი საუბრის რეჟიმიც, იმისთვის რომ დაელაპარაკოთ ბავშვს ან დააწყაროთ ის ტირილის დროს.
✴ რეჟიმი VOX თიშავს დისპლეის 1 წუთში ბოლო მოქმედებიდან და ავტომატურად რთავს მაშინ როდესაც "გაიგონებს" ბავშვის ხმას. ყველაზე ხელსაყრელია VOX-ის ჩართვა ღამით, რადგან ამ რეჟიმში, მოწყობილობა იმუშავებს გაცილებით მეტ დროს და თქვენც შეძლებთ გამოიძინოთ.

✴ გარდა ამისა, ვიდეო-ძიძაში ჩაწერილია  იავნანის 8 მელოდია, ასე რომ ბავშვის დაძინება კიდევ უფრო მარტივი იქნება. 
 
✴ BREVA HB24-ს აქვს 4 კამერის შეერთების  მხარდაჭერა. ეს ოთახის ყველა რაკურსიდან დანახვის შესაძლებლობას მოგცემთ.

☛ იმისთვის რომ იხილოთ ვიდეო ძიძის სრული პარამეტრები გადადით ლინკზე.

ზევით