არ არის გაყიდვაში

დღეისთვის SAMSUNG-ი იკავებს პირველ პოზიციას სმარტფონების რეიტინგში!

26.05.2016
Untitled-1 copy

არავისთვის არ არის საიდუმლო ის ფაქტი, რომ Samsung-ი ლიდერობს Android-მობილური ტელეფონების  ბაზარზე. სამხრეთ კორეული ბრენდი  არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მომხმარებლებში.
კომპანიის პორტფოლიო სმარტფონების 100მდე განსხვავებულ მოდელებს შეიცავს. (შედარებისთვის, კომპანია Apple-ი უშვებს  მხოლოდ 13-ს).

▶ ანალიტიკურმა კომპანიამ Gartner-მა ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგად 2016 წლის პირველ კვარტალში, Samsung-ი იკავებს სმარტფონების ბაზრის თითქმის მეოთხედს.  მას ეკუთვნის 23,2%!  ხოლო Apple აქვს "მხოლოდ" 14,8%.
 
☛ თუმცა, 2015 წლის მაჩვენებლებთან შედარებით აღნიშნული ციფრები გვიჩვენებს ამ ორი კომპანიის რეიტინგის საკმაოდ შესამჩნევ ვარდნას. (2015 წელი: Samsung-24,1%, Apple=17.9%)  აქ ჩანს, რომ  Apple-ის წილის შემცირება გაცილებით უფრო დიდია. სავარაუდოდ, ასეთი მონაცემები გამომდინარეობს OEM-მწარმოებელთა აქტიურობის გამო, ბოლო წელს გამოვიდა მრავალი იაფი და ხელმისაწვდომი სმარტფონი 150$-ის ფარგლებში.

ზევით