არ არის გაყიდვაში

Apple-მა დააპატენტა "ჭკვიანი სახლის" ახალი პლატფორმა

16.05.2016
Untitled-1 copy

ამ დღეებში, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმაზე, რომ კომპანია Apple იწყებს მუშაობას  HomeKit-ის, ე.წ. "ჭკვიანი სახლის" პლატფორმის გაუმჯობესებაზე.

HomeKit არის სისტემა, რომლის საშუალებით,  ადამიანს შეუძლია აკონტროლოს სახლის საყოფაცხოვრებო ტექნიკა დისტანციურად,  iPhone და iPad-ის სპეციალური აპლიკაციების გამოყენებით. (მაგალითად,  დაარეგულიროს ოთახში  დაყენებული "ჭკვიანი" ნათურის ჩართვა/გამორთვის გრაფიკი, დააპროგრამოს მისი სიკაშკაშის დონე და ა.შ.)
გაუმჯობესებულ  ვერსიაში,  სისტემა განსხვავებული პრინციპით იმუშავებს. ახალი, თვითშემსწავლელი პლატფორმა იქნება ორიენტირებული მომხმარებლის ქმედებებზე.
 
ის გამოიყენებს ერთიან ცენტრალურ კვანძს - "კოორდინატორს", რომელიც შეაგროვებს და დაამუშავებს სხვადასხვა მონაცემებს, მიღებულს, როგორც "ჭკვიანი" სახლის სენსორებისგან, ასევე მობილური მოწყობილობებისგან.
 
ამ მონაცემების საშუალებით სისტემა "შეისწავლის" სახლში მცხოვრები ხალხის ჩვევებს, (მაგალითად დაიმახსოვრებს, როდის მოდიხართ სახლში და თქვენი მოსვლის  წინ ჩართავს მუსიკას,  დააყენებს კონდიციონერს სასურველ ტემპერატურაზე და ა.შ.)
ამ სისტემას შეუძლია გაითვალისწინოს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის არამედ ადამიანთა ჯგუფის (რამდენიმე ადამიანის) ჩვევები და შესაბამისი რეაგირება მოახდიონს თითოეულ ადამიანზე ან მთელი ჯგუფზე. 

ზევით