არ არის გაყიდვაში

Kindle Oasis - ყველაზე ძვირადღირებული ელექტრონული წიგნი!

18.04.2016

Untitled-1

Amazon-მა წარადგინა ახალი ელექტრონული წიგნი Kindle Oasis. მოწყობილობის დიზაინი ჰგავს გადაკეცილ გაზეთს. Kindle Oasis-ის ერთი მხარე მეორეზე გაცილებით უფრო ვიწროა.  აღსანიშნავია  ის ფაქტორი, რომ Kindle-ს დაუბრუნდა  გვერდების გადასაშლელი მექანიკური ღილაკები. პროდუქტის კომპლექტაციაში შედის  ტყავის ყდა მაგნიტებით და აკუმულატორი.
 
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა Kindle-ში LED-განათების დამატება. დევაის გააჩნია ილუმინაციის 10 წყარო (შედარებისთვის,  Voyage-ს ჰქონდა 6, ხოლო Paperwhite-ს მხოლოდ 4). ასევე მოწყობილობა გამოირჩევა 6"-იანი ეკრანი, 330 ppi გარჩევადობით. ყდის გარეშე, Kindle-ის წონა არ აღემატება 131 გრამს

2

Kindle Oasis გახდა Amazon-ის ყველაზე ძვირადღირებული ელექტრონული წიგნი. ამჟამად მისი ფასია €290. ხოლო 3G მხარდაჭერით - €350. მიუხედავად იმისა რომ დეველოპერებმა დაარქვეს მოწყობილობას- "Oasis" ის არაა წყალგაუმტარი.

 
oasis-hero



ზევით