არ არის გაყიდვაში

Samsung Galaxy S7 Edge წყალგამძლეა 16 საათის განმავლობაში!

06.04.2016
samsung_7_s_edge_water

როგორც ვიცით,  Galaxy S7 და Galaxy S7 Edge წყალგაუმტარი მოდელებია. წინა სერიებში ეს ფუნქცია გათვალისწინებული არ იყო. ახალი ფლაგმანები, IP68 სტანდარტით არიან დაცულები, რომლის მიხედვით, მოწყობილობის წყალში მოთავსება ერთ მეტრ სიღრმეში მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში შეიძლება. 
 
Unbox Therapy რესურსის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს დევაისის მაქსიმალური შესაძლებლობების შემოწმება და განათავსეს Galaxy S7 Edge წყალში 16 სთ და 36 წუთის განმავლობაში. ეს პროცესი მთლიანად იყო ჩაწერილი კამერაზე, აჩქარებულ რეჟიმში. 
 
წყალში გატარებული, ასეთი ხანგრძლივი დროის შემდეგ, Galaxy S7 Edge ისევ გამართულად მუშაობდა. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დიდ  სიღრმეებზე იზრდება წნევა, ამიტომ დიდი ხნით ჩაძირული ტელეფონი დიდი ალბათობით გაფუჭდება. 
 
Samsung-ის კომპანია გარანტიას აძლევს მომხმარებელს, რომ Galaxy S7 და Galaxy S7 Edge გადაიტანს 1 მეტრ სიღრმეში წყალში ჩაძირვას 30 წუთით. (იგულისხმება სუფთა წყალი)

 

ზევით