არ არის გაყიდვაში

Rocketbook Wave: უნიკალური წიგნაკი

29.03.2016
rocketbook-wave-microwave-to-clear-reusable-notebook_-825x464


Planningმიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა თანამედროვე ადამიანს აქვს სმარტფონი, პლანშეტი ან ნოუთბუქი, უმეტესობა დღემდე ხმარობს ტრადიციულ წიგნაკებს იმისთვის, რომ დახატოს  ან  ჩაწეროს რამე  მნიშვნელოვანი. თუმცა, დროთა განმავლობაში სუფთა ქაღალდი მთავრდება და  ბლოკნოტის ყიდვა თავიდანაა საჭირო.
 
Kickstarter-მა წარადგინა ახალი "სმარტ" წიგნაკი Rocketbook Wave. მისი უნიკალურობა იმაშია, რომ მის ფურცლებზე სპეციალური კალმით Pilot Frixion-თი დაწერილი  ინფორმაცია იშლება თერმო დამუშავების შემდეგ. სპეციალისტების რჩევით, ბლოკნოტის გაწმენდა შესაძლებელია მიკროტალღურ ღუმელში.  



  rocketbook-wave_1-970x647-c 

 1S6oonSv89QrRq4pBRz1neo70Os2OHsuorASXz0bOtHdkUKEEz2EdpeijyL0MiWg2mkHKiImKW604uJW8PXZjYiwaC5DGR9VJgG9KcS1dAFO6  

 
მრავალჯერადი გამოყენების გარდა,   Rocketbook Wave-ს გააჩნია სხვა  ფუნქციაც. ის სინქრონიზირდება სმარტფონთან, რომელიც ასკანირებს ბლოკნოტის ფურცლებს და ინახავს  ინფორმაციას. ასევე სპეციალური პროგრამის ალგორითმით გამოსახულება მობილურ ტელეფონში გადატანის შემდეგ უფრო მკვეთრდება.  
სკანერის გამოყენებით, შესაძლებელია ნახატის ატვირთვა Evernote-ში, შენახვა Google Drive-ში ან გაგზავნა მეილით. 
Rocketbook Wave  სპაციალურ კალამთან ერთად იყიდება Kickstarter -ის ვებ-გვერდზე $27-ად. მოწყობილობის განხილვა ატვირთულია youtube-ზე
 


ზევით