არ არის გაყიდვაში

3D-პრინტერი OLO შექმნილია სპეციალურად სმარტფონებისთვის!

25.03.2016
dfd

3D-პრინტერი საკმაოდ დიდი  პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე. 
ახალი, მობილური  OLO პრინტერის დახმარებით, 3D ბეჭდვის შესაძლებლობა  უკვე  სმარტფონების მომხმარებლებსაც ეძლევათ. 
 
 მოწყობილობა  არის ძალიან კომპაქტური, მუშაობისთვის იყენებს მობილური ტელეფონის სიმძლავრეს. ბეჭდვისთვის გამოიყენება სმარტფონის ეკრანის განათების შუქი და თხევადი პოლიმერები, რომლებიც პრინტერის ძირითად კონტეინერშია მოთავსებული. 
 
3D-ბეჭდისათვის მომხმარებელი ირჩევს მოდელს მობილურ აპლიკაციაში ან თვითონ ქმნის სასურველი ფიგურას  სპეციალურ პროგრამაში Autodesk 123D Catch. ამასთან ერთად, პრინტერს შეუძლია დაბეჭდოს  ობიქტი, რომელსაც დაასკანირებს სმარტფონის კამერა.
 
მწარმოებელი აცხადებს, რომ პრინტერს აქვს 5,5'-იანი მოწყობილობების მხარდაჭერა, Apple iPhone 6S Plus და Samsung Galaxy A7 სმარტფონების ჩათვლით). სპეციალური კომპანიონ აპლიკაცია მუშაობს iOS, Android და  Windows Phone-ზე.
 
3D OLO  პრინტერის შეკვეთა შესაძლებელია Kickstarter-ზე  $99-ად

 

ზევით