არ არის გაყიდვაში

Matchbook - უახლესი ელექტრონული ასანთები!

16.03.2016
sds


დენის გამორთვის შემთხვევაში, სიბნელეში ორიენტაციისთვის ჩვენ ხშირად ვიყენებთ სმარტფონის ფანარს, პორტატულ ნათურას ან ჩვეულებრივ, ასანთების კოლოფს.
თუმცა, ასანთის გამოყენება საკმაოდ მოუხერხებელია მათი ხანმოკლე წვის და განათების მცირე ფართობის გამო. 
 
ამიტომ MBI Matchlight - ახალი ექსპერიმენტალური პროექტის ფარგლებში წარდგენილი იყო ელექტრონული ასანთების კომპლექტი Matchbook-ი.
 
Matchbook- ეს არის  კომპაქტური ჯიბის კოლოფი, 8 ძალიან პატარა ერთჯერადი  LED-ფანრით. ფანრებს  გააჩნიათ  განათების ფერის რეგულირების ფუნქცია. ყოველი ასეთი "ასანთის" ბატარეის გამძლეობა არის 8 საათი. 
 
Matchbook-ის შეკვეთა და პროექტის მხარდაჭერა შესაძლებელია საიტზე  Indiegogo



ზევით