არ არის გაყიდვაში

SD-ბარათების ახალი თაობის შესაძლებლობები.

07.03.2016
Mini-multi-USB-3-0-card-reader-micro-sd-card-reader-for-memory-stick-pro-duo


ორგანიზაცია SD Association განაცხადა, რომ SD-ბარათების ახალ თაობას ექნებათ 360° -იანი ვიდეოს, 3D ტექნოლოგიისა და 8K ვიდეოს მხარდაჭერა, ასევე 90 MB/წმ ჩაწერის სიჩქარე.
 
SD-ბარათბის შემდეგი თაობა 5.0 ინდექსს მიიღებს. ახალი მეხსიერების ბარათებს მიენიჭებათ სპეციალური Video Speed Class  ნიშანი, რომელსაც ექნება რამდენიმე მნიშვნელობა:   V6-დან  (სიჩქარე 6 MB/წმ) V90-მდე (90 MB/წმ).
 
V60 და V90 კლასის ბარათები გამოდგება 8K ვიდეოს გადაღებისთვის, ხოლო SD-ბარათების  უფრო დაბალი რანგები მხოლოდ 4K-თი შემოიფარგლებიან.
 
სხვა ტექნოლოგიური გაუმჯობესებები ეხება მეხსიერების ბლოკებს- მოცულობა გახდება (512 MB), რაც ბარათთან მუშაობის სისწრაფეს გაზრდის, ასევე მოგვცემს  8 ნაკადის დახმარებით მონაცემების ჩაწერის საშუალებას, რაც 360°-იან ვიდეოს გადაღების შემთხვევაში საკმაოდ აქტუალურია.

ზევით