არ არის გაყიდვაში

Stick PC QM1 - ახალი მინი-კომპიუტერი!

04.03.2016
dd


ASUS-მა წარადგინა ფლეშ-მეხსიერების ზომის მინი კომპიუტერი -  Stick PC QM1. ახალი დევაისი, შექმნილი Windows 10-ის ბაზაზე, განკუთვნილია ყოველდღიური მუშაობისთვის ოფისში ან სახლში. მისი დახმარებით შესაძლებელია: ინტერნეტით სარგებლობა, სოციალურ ქსელებში მეგობრებთან ურთიერთობა/მუშაობა, თამაში.

2
 Stick PC QM1-ს მომხმარებლებს შეეძლებათ სამუშაო ადგილის შექმნა ყველგან, სადაც იქნება მონიტორი html ინტერფეისის მხარდაჭერით. კომპიუტერის ჩართვისთვის საჭიროა მხოლოდ ASUS Stick PC QM1-ის შეერთება მონიტორთან ან ტელევიზორთან. 
 
გარდა ამისა, ASUS Stick PC QM1 -ის გამოგადგებათ ელექტრონული ინფორმაციული სტენდების მონიტორებზე  რეკლამის ვიდეოკლიპების აღწარმოებისთვის, კონფერენციებზე პრეზენტაციების წარდგენისთვის და ა.შ. 
 
 
ASUS Stick PC QM1-ის  კომპაქტურია და საკმაოდ მსუბუქი და აღჭურვილია ოთხბირთვიანი პროცესორით:

ოპერაციული სისტემა            →           Windows 8.1/Windows 10
პროცესორი                                           Intel Atom Z3735F
ოპერატიული მეხსიერება        →           2 GB (DDR3L-1333 MHz)
შიდა მეხსიერება                                   32 GB (eMMC)
უსადენო მოდული                →           Wi-Fi 802.11 b/g/n, Bluetooth 4.0
მეხსიერების ბარათის სლოტი               კი
ინტერფეისი                       →           USB 2.0, HDMI
ზომა/წონა                                             111 მმ×9,8 მმ/38 გრ

ზევით