არ არის გაყიდვაში

SAMSUNG და LG -ის კომპანიები თანდათან უარს ამბობენ 3D ტელევიზორებზე.

15.02.2016

ihs-ds-02


ცნობილი ბრენდები ნელ-ნელა აპირებენ  3D ტექნოლოგიის გამოყენების შემცირებას თავის ახალ ტელევიზორებში.
 
 წლის დასაწყისში, CES 2016 გამოფენაზე,  მხოლოდ რამდენიმე კომპანიას ჰქონდა წარდგენილი მოდელები, როლებშიც აქცენტი  3D-ზე იყო გაკეთებული. 
 
 მათგან ერთ-ერთი იყო LG. თუმცა, ბრენდის წამრმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ წლიდან  ეს ფუნქცია მხოლოდ ბრენდის ფლაგმანებს ექნებათ:
 "წინა წელს  ჩვენი ტელევიზორების 40% გააჩნდათ 3D-ს მხარდაჭერა.  ახლა კი  მხოლოდ 20%-ს ექნებათ, რადგან მომხამრებლების მხოლოდ  მცირე ნაწილს ურჩევნია ფილმების ყურება ამ ფრომატში.  მომავალში ეს ტექნოლოგია მხოლოდ პრემიუმ-კლასის ტელეიზორებში იქნება გამოყენებული."
 
ასევე, კომპანია SAMSUNG-იც აპირებს 3D ფუქნციის მქონე მოდელების გამოშვების შემცირებას. 

379-0


მოცულობითი გამოსახულების პოპულარობა ტელევიზორებში საკმაოდ დაკლებულია ბოლო 2-3 წელიწადში. 
 
3D კონტენტის წარმოებაზე პირველმა უარი თქვა BBC-მ, შემდგომ Sky  და უამრავი სხვა კომპანია.

თუმცა, თუ მომხმარებლებს ურჩევნიათ ტელევიზორის ყურება 3D-ში, ამის შესაძლებლობა ჯერჯერობით აქვთ.
 

 
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქმე ეხება 3D-ს მხოლოდ სახლის პირობებში, რადგან კინოთეატრებში ამ ფორმატის ფილმებს აქვთ ძალიან დიდი პოპულარობა.

ზევით