არ არის გაყიდვაში

"PrePeat" - პრინტერი, რომელსაც შეუძლია ტექსტის წაშლა და თავიდან დაბეჭდვა.

29.01.2016
NEWS_printer


ქაღალდის არარაციონალური გამოყენება დღეს საკმაოდ აქტუალური თემაა. ხშირად იმართება დისკუსიები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ გროვდება მეტისმეტად ბევრი  არასაჭირო ქაღალდი (დოკუმენტების ქსეროქსები, მაკულატურა და შავი, სამუშაო ფურცლები) და მათი უტილიზაცია უკვე საკმაოდ პრობლემატურია. ამიტომ, იაპონელმა ინჟინრებმა შექმნეს სამაგიდო პრინტერის მოდელი, რომელსაც შეუძლია დაბეჭდილი ტექსტის წაშლა და თავიდან დაბეჭდვა. მოსალოდნელია, რომ ასეთი ეკონომიური პრინტერი საკმაოდ გავრცელებული  გახდება მომავალში.
 
მოწყობილობა განკუთვნილია ოფისებისთვის, სადაც ხშირად იბეჭდება დოკუმენტების ძალიან  დიდი რაოდენობა. ასეთი ინოვაციური პრინტერის დახმარებით, შესაძლებელი გახდა ერთი ფურცლის  ხელმეორედ გამოყენება  მაქსიმუმ 1000 ჯერ.
 
"PrePeat" პრინტერს აღჭურვილია სპეციალური სითბური თავაკითა და თერმომგრძნობიარე პლასტმასის ფურცლებით, რომლებზეც ნებისმიერი რამ იბეჭდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს აღარ მოუწევს მელნის ან კარტრიჯების ყიდვა. 
არსებობს მხოლოდ ერთი პრობლემა, რომელიც პრინტერის პოპულარიზაციას ხელს უშლის, ეს არის მისი ფასი. ყოველი ასეთი პრინტერი $ 5000-ზე მეტი ღირს(ცალკე პლასტმასის ფურცლები- $3000ზე მეტი)
ამიტომ მისი შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ საკმაოდ დიდ და წარმატებულ ფირმებს შეუძლიათ.

 

ზევით