არ არის გაყიდვაში

APPLE-ის სმარტფონის ახალ ვერსიას iPhone 5SE უკვე მარტში ვიხილავთ!

26.01.2016

iphone_5_s

ქსელში გავრცელდა Apple-ის ახალი მობილურის დიზაინის სავარაუდო სურათი. The Verge-დან ცნობილია, რომ ამ მოდელს iPhone 5SE დაარქმევენ და წარდგენილი იქნება 2016 წლის მარტში ან აპრილში. Apple-ის ინსაიდერების თქმით "SE"-ს შეიძლება ჰქონდეს ორნაირი ახსნა: "Special Edition"-სპეციალური გამოშვება და "Enhanced" - iPhone 5S-ის გაუმჯობესებული ვერსია.

iphone-lineup


ცნობილი
გახდა  iPhone 5SE გახდება 6s-ის და 5S-ის  მოდელების შერწყმული ვერსია ახალი პროგრამული უზრუნველყოფით და iPhone-ის 2013 წელს გამოშვებული სმარტფონების დიზაინითა და ტექნოლოგიებით. როგორც სურათზე ჩანს ახალი მოწყობილობა იქნება 5S-ის ზომისა და 6s-ის მსგავსი დიზაინით, მომრგვალებული კუთხეებით.

ინფორმაციის მიხედვით, ახალი iPhone-ს ექნება შემდეგი მახასიათებლები:

➤ 4" ზომის ეკრანი
➤ A8 ან M8 პროცესორები
➤ 8 MP ძირითადი და 1,2 MP ფრონტალური კამერები
➤ პანორამების გადაღების მაღალი გაფართოება
➤ ავტოფოკუსი ვიდეოჩანაწერებისთვის
➤ Live Photos მხარდაჭერა
➤ ბარომეტრი Health-აპლიკაციისთვის
➤ NFC ჩიპი Apple Pay-თვის
➤ Bluetooth 4.2, VoLTE და Wi-Fi 802.11 ac მხარდაჭერა
➤ 6S-ის მსგავსი ფერთა ასორტიმენტი

5SE- არ ექნება 3D Touch-ის მხარდაჭერა, განსხვავებით 6S-ის მოდელისგან.

ახალი სმარტფონი Apple-ის ახალ ტექნოლოგიებზე იქნება ორიენტირებული. კომპანია იმედოვნებს, რომ 5SE-ის გამოშვება სტიმულს მისცემს iPhone 5-ის მომხარებლებს განაახლონ თავისი მობილურები.
iPhone 5S-ი სავარაუდოდ მალე მოიხსნება წარმოებიდან.


ზევით