არ არის გაყიდვაში

ახალი ტიპის პროფილის სურათი – facebook-ის ინოვაციური აპლიკაცია

10.11.2015

 

^D310248979FBF50D455A509FA9171CC0A28C2DBAD4265616EF^pimgpsh_fullsize_distr


რამდენიმე დღის წინ დაანონსდა, რომ სოციალური გიგანტი – ფეისბუკი დიდი ცვლილებების განსახორციელებლად ემზადება და უკვე იწყებს ახალი აპლიკაციის გამოცდას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი პროფილის სურათზე დავაყენოთ 7 წამიანი ვიდეო რგოლი.

ახალი პროფილის ვიდეო რგოლი, მხოლოდ მაშინ ჩაირთვება, როდესაც თქვენს გვერდზე ვიზიტორი შემოვა, ხოლო ხმის მოსმენა, მხოლოდ ვიდეოს მთლიანად გახსნის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.

გარდა ამისა, ფეისბუკი სხვა სიახლესაც გვთავაზობს, ეს არის საკმაოდ საინტერესო ფუნქცია, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ მითითებული განსაზღვრული დროის შემდგომ თქვენი პროფილის სურათი ავტომატურად განახლდეს.

ფეისბუკის განცხადების თანახმად, ეს სიახლეები ხელს შეუწყობს ადამიანების დამეგობრებასა და უკეთ გაცნობას. იხილეთ ვიდეო:

 

 


ზევით