არ არის გაყიდვაში

BlackBerry-მ კვადრატული ფორმის სმარტფონი შექმნა

19.09.2015
720x272O copy


კომპანია BlackBerry-მ კვადრატული ფორმის ახალი სმარტფონი Passport-ი ოფიციალურად წარადგინა.  რომლის ეკრანის გაფართოებაც 1440x1440-ზეა, მოწყობილობის კორპუსი ქაღალდის პასპორტს წააგავს, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდება. 

ტელეფონს სამ რიგად განლაგებული მექანიკური კლავიატურა (QWERTY), 3 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება, 32 გბ-იანი მეხსიერების ბარათი, Qualcomm Snapdragon 800 სერიის ოთხბირთვიანი პროცესორი და BlackBerry 10-ის ოპერაციული სისტემა აქვს. 
როგორც მწარმოებლები აცხადებენ, Passport-ი იდეალური იქნება ტექსტურ მასალაზე სამუშაოდ და ელექტრონული წიგნების საკითხავად. 


ზევით