არ არის გაყიდვაში

Google-მა საკუთარი ფოტოსერვისი წარადგინა

03.07.2015
^BB04ECE3F33FE7943B9E852B1F453746ED0835058878753FA9^pimgpsh_fullsize_distr


ამერიკულმა ინტერნეტ გიგანტმა Google საკუთარი ფოტოსერვისი წარადგინა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადეს, Google Photos შემუშავებისას პრიორიტეტული იყო მომხმარებლისთვის მიეცათ შესაძლებლობა, ნებისმიერი მოწყობილობიდან შეძლებოდათ ფოტოების ერთ სივრცეში შენახვა და მათი სწრაფად დახარისხება.

ამასთან ერთად, Google Photos ექნება სურათის რედაქტირების ფუნქცია, ასევე ალბომის, ფოტოისტორიის, კოლაჟისა და ანიმაციის ფუნქცია. ფოტოების ნახვა შესაძლებელი იქნება დღეების, თვეებისა და წლების მიხედვით.

თუმცა, მთავარი უპირატესობა, რომლითაც Google Photos მომხმარებლები ისარგებლებენ, ის არის, რომ შეძლებენ ულიმიტო მოცულობის ფოტოსა და ვიდეოს მაღალ ხარისხში შენახვას - 16 მეგაპიქსელამდე ფოტოსა და 1080p ვიდეოსი.


ზევით