არ არის გაყიდვაში

1 ივლისიდან ანალოგური სიგნალი გაითიშება

01.07.2015

 

TV_720X272

1 ივლისიდან ანალოგურ მიწისზედა მაუწყებლობას ციფრული მაუწყებლობა ჩაანაცვლებს. სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ მსოფლიოს აჩვენა, რომ არსებობდა სიხშირული რესურსის გამოყენების უფრო ეფექტიანი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, დღეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა ანალოგურის ნაცვლად ციფრული მაუწყებლობით სარგებლობს.

ახალი ფორმატის მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფო მნიშვნელობის ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს, რომელიც მთავრობის მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. ოჯახებს , რომლებსაც მხოლოდ ანალოგური სიგნალის მიმღები ტელევიზორები აქვთ, დასჭირდებათ ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურის -„სეთ-თოფ ბოქსის“ შეძენა, რომელიც ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ. იხილეთ ბმული: TV მიმღები ESTAR TV STAR DVB-T2 516


ზევით