არ არის გაყიდვაში

„იდეალური ტელეფონი“- მხოლოდ დარეკვის ფუნქციით!

01.06.2015

^578EEBE370237856717755433645AF4A73906B87A5D54EE5B6^pimgpsh_fullsize_distr


თანამედროვე სამყარო სავსეა უამრავი ტიპის სმარტფონებით, რომლებიც  ტელეფონის გარდა სხვა უამრავ ფუნქციას ითავსებს,  ერთ პატარა მოწყობილობაში მოთავსებულია ფოტო, ვიდეო, რადიო და სხვა უამრავი ფუქცია. უმეტესობა ყიდულობს ძვირადღირებულ ტელეფონებს, ისე რომ მისი სრული შესაძლებლობები არც იციან და არც ჭირდებათ.

სწორედ ამიტომ Joe Hollier-მა და Kaiwei Tang-მა გუგლის მიერ გამართულ 30 კვირიან ნიუ-იორკის ინკუბატორში შექმნეს „იდეალური ტელეფონი“.  მას ერთადერთი ფუნქცია აქვს – რეკავს!

შემქმნელების განცხადებით, ეს არის ერთადერთი ფუნქცია, რომელიც არის საჭირო მობილური ტელეფონისთვის. ყველა სხვა  უბრალოდ არ არის საჭირო ტელეფონისთვის. მათი მიზანია, რომ მომხმარებელმა ამოიღოს ჯიბიდან ტელეფონი, დარეკოს, შემდეგ კი დაუფიქრებლად ჩააბრუნოს უკანვე ჯიბეში – მორჩა! პროექტი ეხმიანება ადამიანების სმარტფონებზე ზედმეტად დამოკიდებულების პრობლემას. მოცემულ მოდელს მხოლოდ სიმ-ბარათი ჭირდება, ბოლომდე დატენილ მდგომარეობაში ის 20 დღე ძლებს. შემქმნელების განცხადებით, ამ ტელეფონს თითქმის არასოდეს დასჭირდება განახლება და ახალი მოდელების გამოშვება.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ საიტზე: www.thelightphone.com

ზევით