არ არის გაყიდვაში

Apple-ი სამომავლოდ სოციალურ ქსელს შექმნის

16.05.2015
NIii


ოფიციალური წყაროები იუწყებიან რომ Apple-მა სოციალური ქსელის შექმნის პატენტი მიიღო. Apple-ის სოციალურ ქსელში iOS-ის პლატფორმაზე მომუშავე მოწყობილობების მომხმარებლები ჩაერთვებიან. დაპატენტებულ აპლიკაციას Lifestyle-Based Social Groups  ჰქვია. აპლიკაცია მომხმარებლის ქმედებების სქემას და ისტორიას ადგენს, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება მომხმარებლის ცხოვრებს წესის განსაზღვრა. ამგვარად შექმნილი ჯგუფები შემდეგ სოციალურ ქსელში ჩაერთვებიან. შედეგად ახალი ქსელი ერთი და იგივე ინტერესის მომხმარებლებს ერთმანეთთან დააკავშირებს. Apple-ის სოციალური ქსელის მომხმარებლებს ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა, შეხვედრების დანიშვნა და სხვა აქტივობების განხორციელება შეეძლებათ.

ზევით