არ არის გაყიდვაში

როგორ ვიპოვოთ დაკარგული მობილური ტელეფონი

12.05.2015
1372961_1004737702869736_1964704864_n
 

თქვენ უკვე  მარტივი გზით შეგიძლიათ იპოვოთ დაკარგული მობილური ტელეფონი ან "სმარტფონი". ახალი პროექტის ავტორი მსოფლიო საძიებო სისტემა "GOOGLE"-ია. იმისათვის, რომ დაკარგული ტელეფონის ადგილმდებარეობა გაიგოთ, საჭიროა "გუგლში" ჩაწეროთ Find my phone და მიუთითოთ თქვენი მონაცემები, რის შემდეგაც ამოგიგდებთ სპეციალურ პროგრამას, რომლის დახმარებითაც იგებთ სად, რა მისამართზე დაგრჩათ მობილური.
"გუგლი" ამასთან გაწვდით სხვა სასარგებლო ინფორმაციასაც თქვენი მობილური ტელეფონის შესახებ. მაგალითად, ბოლოს როდის იყო ჩართული ინტერნეტში მობილური და ა.შ. შესაძლებელია დაკარგულ მობილურზე ინტერნეტით დარეკვაც. ხოლო, თუ მფლობელი ფიქრობს, რომ მობილური მოჰპარეს, მას ახალი პროგრამის მეშვეობით შესაძლებლობა ეძლევა, მობილურში არსებული ყველა ინფორმაცია დისტანციურად წაშალოს.

ზევით