არ არის გაყიდვაში

სმარტფონები კატასტროფის მოახლოებას წინასწარ ამცნობს!

06.05.2015

 

^D3E2647B2117127AB9B7812C420A160E3CF6EDEC0CCFB911CF^pimgpsh_fullsize_distr


მკვლევარები სმარტფონებსა და სოციალურ ქსელებში კატასტროფის წინასწარი გაფრთხილების შეტყობინებების სისტემის დანერგვაზე მუშაობენ.

 

NASA-ს მეცნიერების დახმარებით, ტექნიკურმა ინჟინრებმა შეძლეს მობილურის GPS-ის ფუნქციების გაუმჯობესება. სერვისი წინასწარ გრძნობს მოსალოდნელ ბიძგებს და ქსელური შეტყობინების პრინციპით უგზავნის სახიფათო არეალში მოხვედრილ სმარტფონებს.

სამომავლოდ შეიქმნება რუკა, სადაც აღნიშნული იქნება უსაფრთხო ადგილები სხვადასხვა სტიქიური უბედურების დროს. ასევე იქნება აღნიშნული ამ რუკაზე, ყველაზე სახიფათო ზონები.

ამგვარად, საკუთარი სმარტფონის გამოყენებით სტიქიური მოვლენების წინასწარ განსაზღვრა ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი მოქალაქისთვის.

სისტემაზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება.


ზევით