არ არის გაყიდვაში

ინტერნეტ მაღაზია BE.GE JAM FEST 2015-ის გენერალური სპონსორია!

19.03.2015

ფესტივალის ფარგლებში თბილისის ზღვის ტერიტორიაზე შეიქმენება სამხრეთ კავკასიის ნამდვილი მუსიკალური ქალაქი, მოეწყობა უამრავი გასართობი შოუ, სპორტული შეჯიბრებები და კონკურსები,პრიზები და ფოტოსესიები მონაწილე ბენდებთან. ბარბექიუ ღია ცის ქვეშ, შორს ქალაქის ხმაურისა და აურზაურისგან. ეს იქნება ნამდვილი მუსიკალური დრაივი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ!!

ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ ბენდები, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან და თურქეთიდან.

ორგანიზატორები მსმენელებს ერთობისა და თავისუფლების დაუვიწყარი დღესასწაულის მოწყობას პირდებიან.

2015 წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის გენერალური სპონსორია ინტერნეტ მაღაზია BE.GE.


ზევით