არ არის გაყიდვაში

ბანკი რესპუბლიკის განვადების ონლაინ გამომთვლელი

13.01.2015
bank-respublika
ინტერნეტ მაღაზია Be.ge მომსახურების პირობებს დღითიდღე ამარტივებს.
მოგეხსენებათ, ჩვენთან შესაძლებელია ბანკი რესპუბლიკის, საქართველოს ბანკის, ლიბერთი ბანკის და თიბისი ბანკის განვადების გაფორმება. მათ შორის, ბანკი რესპუბლიკის განვადების გაფორმება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ანუ ჩვენ მაღაზიაში, ასევე ონლაინ რეჟიმში.

თქვენ ბანკი რესპუბლიკის 36 თვიანი, აქიდან 12 თვემდე 0%-იანი გავნადებით სარგებლობის შესაძლებლობა გაქვთ. 24 თვემდე ვადაში ონლაინ გამომთვლელით სარგებლობა შეგიძლიათ, რომელიც ყოველთვიურად შესატან თანხას დაგიანგარიშებთ, როგორც ერთი კონკრეტული ნივთის, ასევე რამდენიმე სახის ტექნიკის შეძენისას.

განვადების გადასახადის ონალაინ გამოსათვლელი სისტემა, ნივთის შეძენამდე ონალინ რეჟიმშივე, წამების განმავლობაში მოგცემთ პასუხს ისეთ შეკითხვაზე, როგორიცაა - "რამდენი უნდა გადავიხადოთ ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში?"

respublika_online_gamomtvleli

მაგალითად, ACER-ის აღნიშნული მოდელის ნოუთბუქზე, 8 თვიანი განვადების გაფორების შემთხვევაში ყოველთვიურად 81,16 ლარის გადახდა მოგიწევთ. ყოველთვიური გადასახადი, თვეების რაოდენობის უკუპროპორციულად იცვლება. ამდენად, თქვენ ჩვენი განვადების ფანჯარაში, ბანკი რესპუბლიკის განვადებით სარგებლობის პირობების არამხოლოდ გაცნობას, არამედ არჩევასაც მარტივად შეძლებთ.

შეგახსენებთ, რომ ბანკი რესპუბლიკის განვადებით სარგებლობა 18-დან 65-წლამდე ასაკის მსესხებელს,სხვადასხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავალის (ხელფასი, იჯარა, დივიდენდი, პროფესიული დასაქმებიდან მიღებული შემოსავალი, შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან, გზავნილები) საფუძველზე შეუძლია.

სასიამოვნო შენაძენს გისრვებთ!

ზევით