არ არის გაყიდვაში

თიბისი ბანკის უპროცენტო განვადება

09.12.2014
tbc

ჩვენთან უკვე თიბისი ბანკის უპროცენტო განვადების გაფორმებაცაა შესაძლებელი.

ბანკი რესპუბლიკის, ლიბერთისა და საქართველოს ბანკის პარალელურად ჩვენთან უკვე თიბისი ბანკის განვადების გაფორმებაცაა შესაძლებელი.

თიბისი ბანკის ონლაინ განვადება ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია, მაგრამ მიუხედავად ამისა, განვადების გაფორმება მაინც მარტივია.

ამისთვის, საჭიროა ჩვენ ონლაინ მაღზიაში პროდუქტის შერჩევა და მაღაზიის მენეჯერთან დაკავშირება. ჩვენ თქვენ მიერ არჩეული პროდუქტის ინვოისს მოგიმზადებთ, რომელსაც ელ.ფოსტაზე მოგზაწვდით ან, სურვილის არსებობის შემთხვევაში, თავად გაიტანთ მაღაზიიდან.

ინვოისით, თქვენ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში მისვლა და კრედიის გაფორმება შეგიძლიათ.

აღნიშნული პროცესის ხანგრძლივობა 15-30 წუთს შეადგენს.

განვადების დამტკიცებისთანავე, ბანკი პროდუქტის თანხას გვირიცხავს, რის შემდეგაც ჩვენ მენეჯერთან მხოლოდ მიწოდების დროის შეთანხმება გრჩებათ.

თიბისი ბანკის განვადების გასაფორმებლად შეძენილი ნივთის ღირებულება 100-დან 5,000 ლარამდე უნდა შეადგენდეს. უპროცენტო განვადების ვადა 3-დან 24 თვემდე გრძელდება. მსესხებელი მინიმუმ 20, მაქსიმუმ კი 65 წლის უნდა იყოს.

ზევით