არ არის გაყიდვაში

დაზოგეთ ფული ენერგოეფექტურობის ხარჯზე

22.07.2014
ინტერნეტ მაღაზია Be.ge-ში ენერგოკრედიტი ამოქმედდა

energocredit_600

ინეტრნეტ მაღაზია Be.ge ენერგოეფექტური ტექნიკის განვადებით შეძენისას, როგორიცაა მაცივარი, კონდიციონერი, სარეცხი მანქანა და ელექტრო ქურა, 10%-იანი კომპენსაციის მიღების საშუალებას გაძლევთ. 

პროექტი ევროკავშირის (EU), ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და ქართველი პარტნიორი „ენერგოკრედიტის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

ენერგოკრედიტი ჩამოთვლილი დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელიც ენერგოეფექტური, თანამედროვე ევროპული სტანდარტების პროდუქტის შეძენის, უპროცენტო განვადებით სარგებლობის და გადახდილი თანხის 10%-ის უკან დაბრუნების საშუალებას გაძლევთ.

ენერგოკრედიტის გასაფორმებლად ჩვენს ინტერნეტ-მაღაზიაში A , A+ ან უფრო მაღალი ენერგო ეფექტურობის მქონე ტექნიკის შერჩევაა საჭირო. კონდიციონერების ენერგოეფექტურობის კლასი კი COP მაჩვენებლით განისაზღვრება (COP >2.8).

დაზოგეთ ფული ენერგოეფექტურობის ხარჯზე ჩვენთან! 

ზევით